ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით, საუკეთესო ბათუმის მუნიციპალიტეტია, ყველაზე ცუდი შედეგი კი ახალქალაქს აქვს

2564

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ყველაზე გამჭირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტად ბათუმი დასახელდა. ყველაზე გაუმჭირვალედ კიახალქალაქი. ასევე, ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე მერიად დასახელდა ბათუმი, ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე საკრებულოდ კილაგოდეხი.

2 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც საქართველოს 64 მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხი შეფასდა.

ინდექსის მიხედვით პირველი ერთიანი ეროვნული შეფასება 2017 წელს განხორციელდა, ორი წლის შემდეგ – 2019 წელს კი რიგით მეორე შეფასება ჩატარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება სამი თემატური ბლოკისაგან: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა.

ამ მიმართულებით მონაცემების შეჯერების შედეგად, 2019 წლის საუკეთესო შედეგის მქონე 5 მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა. 100%-იანი შეფასების სკალაზე ყველაზე მაღალი, 61%-ანი შედეგი აქვს ბათუმს, რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის საუკეთესო შედეგის მქონე რუსთავის მაჩვენებელს (47%).

2019 წლის საუკეთესო ხუთეულის მუნიციპალიტეტთა სია ასე გამოიყურება: ბათუმი – 61%, რუსთავი – 57%, ლაგოდეხი – 56%, ზუგდიდი – 55%, თეთრიწყარო – 52%.

ასევე დასახელდა 2019 წლის რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე მუნიციპალიტეტები: ახალქალაქი – 6%, ნინოწმინდა – 7%, ასპინძა – 7%, ადიგენი – 8% და სამტრედია – 9%.

2017 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტით, 34%-ით გააუმჯობესა შედეგი ბათუმის მუნიციპალიტეტმა. 26%-ით გაუმჯობესდა სენაკის მუნიციპალიტეტის შედეგი, ცაგერმა შედეგი 25%-ით გააუმჯობესა, 24%-ით აქვს გაუმჯობესებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, ხოლო წალენჯიხას – 23%-ით.

რაც შეეხება იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთა შედეგიც გაუარესდა: სიღნაღისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების შედეგები 6%-ით არის გაუარესებული, ჭიათურის – 7%-ით, მარნეულის – 8%-ით, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის შედეგი 11%-ით გაუარესდა.

გარდა ამისა, ასევე, ცალ-ცალკე დასახელდა ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე და ყველაზე დაბალი შედეგის მქონე მერიები და საკრებულოები.

2019 წლის საუკეთესო შედეგის მქონედ დასახელდა ბათუმის მერია 63%-ით, ყველაზე დაბალი შედეგი მქონდე კიახალქალაქის მერია 4%-ით.

საუკეთესო მერიების სია ასეთია: ქალაქ ბათუმის მერია – 63%, ქალაქ რუსთავის მერია – 57%,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია – 56%, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია – 54% და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია – 54%.

რაც შეეხება ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე მერიებს, მათი ხუთეული ასე გამოიყურება: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია – 4%, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია – 5%, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია – 6%, ადიგენის მუნიციპალიტიტის მერია – 8%, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია – 8% და თიანეთის მუნიციპალიტეტი – 8%.

რაც შეეხება დინამიკას, 2017 წელთან შედარებით, ბათუმის მერიამ შედეგი 39%-ით გააუმჯობესა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ – 30%-ით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ – 26%-ით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ – 22%-ით, ხოლო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ – 21%-ით.

6-6%-ით გაუარესებულია თიანეთისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიების შედეგები, 8%-ით – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შედეგი, 9%-ით – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შედეგი, 10%-ით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შედეგი, ხოლო 12%-ით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შედეგი.

ყველაზე საუკეთესო შედეგის მქონე საკრებულოდ დასახელდა ლაგოდეხი – 87%-ით. ყველაზე დაბალი შედეგის მქონე საკრებულო კი აღმოჩნდა ქარელი – 4%-ით.

საუკეთესო შედეგის მქონე საკრებულოების ხუთეული ასეთია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 87%, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 64%, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 59%, ქალაქ ბათუმის საკრებულო – 58%, ქალაქ რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოები – 56%.

რაც შეეხება უარყოფითი რეიტინგის მქონე საკრებულოების ხუთეულს, ესენია: ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 4%, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 9%, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 9%, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 10%, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 10% და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო – 11%.

2017 წელთან შედარებით, საკრებულოების მაჩვენებლების დინამიკა ასეთია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შედეგი 44%-ით გააუმჯობესა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ – 35%-ით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ – 33%-ით, 26%-ით აქვს გაუმჯობესებული შედეგი ქალაქ ბათუმის საკრებულოს, ხოლო 23-23%-ით ხელვაჩაურისა და ლანხუთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს.

შედეგი 7%-ით გააუარესა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 8-8%-ით – ბაღდათისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, 12%-ით აქვს გაუარესებული შედეგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ყველაზე მეტით – 13%-ით კი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შედეგი გაუარესდა.

კვლევის თანახმად, სულ მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტმა გადააჭარბა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 50%-იან ზღვარს.

კვლევის ავტორთა თქმით, 2017 წელთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი გაუმჯობესებულია, თუმცა, ძალიან მცირე – 7%-ით და ეს შედეგი არადამაკმაყოფილებელია.  

პრობლემებს შორის დასახელდა ის, რომ თვითმმართველობები, ძირითადად, ზოგადი ტიპის ინფორმაციას აქვეყნებენ და არ ხდება მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების, მათ შორის, საწვავზე, მივლინებებზე, შრომით ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების გამოქვეყნება. ასევე, ხელმისაწვდომი არ არის მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმატში. უმეტესად არ ქვეყნდება საკრებულოს სხდომის ოქმები.

ანგარიშის წარდგენა და დაჯილდოვება თბილისში, სასტუმრო “რუმსში” გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევითა და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის დეტალური შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით იხილეთ ბმულზე.