ადიგენის ცხრა სოფელში ამბულატორია მოეწყობა

698

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ამბულატორიების რეაბილიტაცია, ორ სოფელში კი მათი მშენებლობა გადაწყდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“წელს ბოლაჯურის, ლელოვნის, ჭეჭლის, მოხის, არლის, უდისა და ვარხნის ამბულატორიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, დიდ სმადასა და მლაშეში კი აშენდება. პირველად სამედიცინო დახმარებაზე ხელმიუწვდომლობა მწვავე პრობლემა იყო. მომავალ წელს სხვა სოფლებშიც განვიხილავთ“, – ამბობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილი.

მისივე თქმით, 208 000 ლარი რეაბილიტაციისთვის, 75-75 ათასი კი ახალი ამბულატორიების მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.