3 თვის განმავლობაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია, მე მგონია, რომ ეს არის ამომრჩევლის და მოსახლეობის შეწუხება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ ცვლილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ის, ვინც 60 დღეზე ადრე საარჩევნო კამპანიას დაიწყებს, მისთვის სანქციები ამოქმედდება, თუმცა კალაძემ იქვე დასძინა, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
,,ჩვენ შარშან ვნახეთ, თუ რამდენად რთული იყო 3-თვიანი საარჩევნო კამპანია. ერთი – ეს დამოკიდებულია ფინანსებზე. მეორე – 3 თვის განმავლობაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია, მე მგონია, რომ ეს არის ამომრჩევლის და მოსახლეობის შეწუხება. ავიღოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ არის იქ საარჩევნო კამპანიის დრო განსაზღვრული, არის ქვეყნები, სადაც 40-45 დღეა, ზოგან – ერთი თვე. ავიღოთ საუკეთესო ვარიანტი და იმის მიხედვით ვიმსჯელით. შეიძლება 2 თვე იყოს ოპტიმალური ვარიანტი”, – განაცხადა კალაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი