დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა

897

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბახტაძის თქმით, სერგეენკო პრემიერის მრჩევლად გააგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ პოსტზე მამუკა ბახტაძემ ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი 7 წლის განმავლობაში იყო. მისი გადადგომის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა, მთავრობაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციითვე, შესაძლოა, თანამდებობა თავად პრემიერმა ბახტაძემაც დატოვოს. ამის შესახებ საუბრები დიდი ხანია, კულუარებში მიმდინარეობს, თუმცა, თავად ბახტაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.