სოფო კილაძე – “ნაცმოძრაობას” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნამდვილად არ აქვს

746

“ნაციონალურ მოძრაობას” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნამდვილად არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელიას დასახელების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
“რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ წარადგინონ შესაბამის თანამდებობებზე, მაგრამ, ჩემი აზრით, შანსი არა აქვთ”, – განაცხადა კილაძემ.
რაც შეეხება თბილისის მერის პოსტს, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი კახი კალაძე უალტერნატივოა.

წყარო: ინტერპრესნიუსი