ოპოზიცია დაბა ხულოში ზებრა გადასასვლელების მოწყობას ითხოვს

805

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი კახა დეკანაძე ადგილობრივ ხელისუფლებას დაბაში ე.წ ზებრა გადასასვლელების მოწყობას სთხოვს. მისი თქმით, ტერიტორიაზე რამდენიმე სახიფათო მონაკვეთია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უახლოეს დღეებში მოეწყობა.