სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მომღერალი ზურა ხაჩიძე დაინიშნა

2972

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დღეს მომღერალი ზურა ხაჩიძე წარადგინეს.

ზურა ხაჩიძე რეგიონში კულტურის, სპორტის, განათლებისა და თვითმმართველობასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.

ბესიკ ამირანაშვილს უკვე სამი მოადგილე ჰყავს – შალვა ბერძენიშვილი, გიორგი მიქელაძე და ზურა ხაჩიძე.