გალაქტიონ ბუაძე: ვაშლიჯვარში ესტაკადა 10-15 დღეში გაიხსნება

895

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ვაშლიჯვარში, ესტაკადა 10-15 დღეში გაიხსნება,- აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გალაქტიონ ბუაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერორესნიუსი ავრცელებს.

როგორც ბუაძე აცხადებს, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი სამუშაოები დასრულებული არ არის.

“ყველა ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია. ესტაკადის ფორმირება მორჩენილია და რამდენიმე დღეში დაიწყება ასფალტის დაგება. ის ინფორმაცია, რომ იქ დიდი მოცულობის სამუშაოებია დარჩენილი, აბსოლუტური სიცრუეა. გარკვეული ცვლილებები შევიდა პროექტში, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე გახდა დამატებითი თანამედროვე მასალების ჩამოტანა საზღვარგარეთიდან “,- განაცხადა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვრის ხიდის მშენებლობა, თავდაპირველად აპრილის ბოლოსთვის დაანონსდა, თუმცა, მოგვიანებით თბილისის მერმა განაცხადა, რომ ესტაკადის მშენებლობა  მაისის ბოლოს დასრულდებოდა.