სიღნაღის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტ პედაგოგს სახელფასო დავალიანება მერიამ სრულად ჩაურიცხა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გიგოლაშვილის თქმით, შექმნილი ფინანსური პრობლემის მოგვარებაში ფინანსთა სამინისტრო დაეხმარა.
“ოთხი თვის განმავლობაში ადგილობრივი შემოსავლები 180 ათასი ლარით ნაკლები შემოვიდა, რამაც პრობლემა წარმოქმნა. მაქსიმალურად ვცდილობდით პრობლემის დროულ მოგვარებას. ამიტომ, მყისიერად დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან. ყველა პედაგოგს დაგვიანებული ხელფასი სრულად ჩავურიცხეთ“, – თქვა სიღნაღის მერმა.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა ერთთვიანი დაგვიანებული სახელფასო დავალიანების გამო აქცია გამართეს.