ყვარელში კახეთში წარმოებული რძის პროდუქტების და ხორცის ნაწარმის გამოფენა გაიმართა

827

კახეთში, სასტუმრო კომპლექსმა ,,ყვარლის ედემი” კახეთის რეგიონში არსებული რძის პროდუქტებისა და ხორცის მწარმოებელთა ურთიერთგაცნობის ღონისძიებას უმასპინძლა სახელწოდებით “რეგიონიდან რეგიონისთვის”.

ღონისძიებაზე მწარმოებლებმა საკუთარი ნაწარმი გამოფინეს. რამდენიმე საათის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პროდუქცია ადგილზე დაეგემოვნებინათ და კომპანიის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობა დაემყარებინათ.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია, კახეთის რეგიონში რძის პროდუქტებისა და ხორცის წარმოების ხელშეწყობის კუთხით, ამ სექტორში არსებული მცირე და საშუალო მეწარმეების, სასტუმრო კომპლექსებისა და რესტორნების ერთმანეთთან დაკავშირება.

წყარო: იმედინიუსი