საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძემ ქუთაისში თეატრალური ფესტივალის გახსნისას განაცხადა, რომ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“მესხიშვილის თეატრის, ასევე ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზადდება. მუშაობა დაწყებულია და წელს დასრულდება. მომავალი წლიდან დაიწყება ფიზიკური სამუშაოები. ჩემი ღირსების საქმეა და მე ეს შევასრულე, ვგულისხმობ თოჯინების თეატრს, წელს რეაბილიტირებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი თოჯინების თეატრი ჩვენს ბავშვებს შემოდგომაზე კარს გაუღებს. ამ ქალაქს ეკუთვნის, რომ თანამედროვე სტანდარტებით გამართული თეატრები ჰქონდეს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ქუთაისში თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.