თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობა იგეგმება

924

თუშეთში, შესააძლოა, საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყოს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, პროექტს, სავარაუდოდ, კერძო კომპანია განახორციელებს, რომელიც ამ ეტაპზე დეტალების დასაზუსტებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება აბანოს უღელტეხილზე განიხილება.

“თუშეთში არის ძალიან საინტერესო შემოთავაზება საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს კერძო ინვესტიციაა, უკვე არსებობს კომპანია და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კომპანიის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მშენებლობა არ იქნება ხანგრძლივი და 1–წლიანი პერიოდი საკმარისი იქნება.

ამ ეტაპზე, შეხვედრა მიმდინარეობს იტალიაში, იმ კომპანიის წარმოდგენლებთან, რომლებმაც საბაგირო გზა უნდა ააშენონ. საინტერესოა, რა კონკრეტული პროექტით დაბრუდნებიან.
ვფიქრობთ, რომ გზა დაიწყება აბანოდან, ასე ჰქვია ადგილს, საიდანაც ძალიან ვიწრო, ტყიანი ხეობა სრულდება და გადადის უღელტეხილზე, არმისული ომალომდე გარკვეულ ადგილზე დასრულდება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.