ხაშურში საზაფხულო სკოლა გაიხსნება

1062

ხაშურში,  ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საზაფხულო სკოლა „ მომავალი “  გაიხსნება!

საზაფხულო სკოლა უფასოა და განკუთვნილია ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 8-დან 13 წლამდე ასაკის  მოსწავლეებისათვის.  საზაფხულო სკოლა – „მომავალი“ 2017 წლის 3 ივლისიდან 31 ივლისის იფუნქციონირებს.  სკოლაში ჩარიცხული ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა სპორტულ და სოციალურ აქტივობებში, მიიღებენ საგნობრივ და სახელოვნებო განათლებას, განუვითარდებათ უნარ – ჩვევები, კომუნიკაბელურობა. ივლიან ექსკურსიებზე, მუზეუმებში, დაათვალიერებენ რაიონის ღირსშესანიშნაობებს.
საზაფხულო სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია  23 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით მოხდება.

მსურველებს შეუძლიათ მიმართონ  ხაშურის  ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით განვითარების ცენტრს.