სეტყვისგან დაზარალებულებმა ავტობანი გადაკეტეს

1645

სტატიის გაგრძელება

დიცი, მერეთი, ქორდიკარბიყელქცეული – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია რომელთა მოსახლეობაც ამ წუთებში ავტობანი გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრას და სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მათი თქმით, სტიქიამ მოსავლის 90% გაანადგურა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ავტობანის გახსნა აიძულეს, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა პოლიციის ერთი მანქანა.

მანამდე აქციის მონაწილეები ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით მათთვის გზის გადაკეტვის საშუალება არ მიეცათ.