გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულებსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს შორის შეხვედრა გორის თეატრში დაიწყო, თუმცა ის პროტესტის ნიშნად რამდენიმე დაზარალებულმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც ლევან დავითაშვილმა დაზარალებულებს უთხრა, მთავრობა აპირებს ბანკებთან ურთიერთობაში მოსახლეობას დაეხმაროს და კრედიტების ნაწილში გადავადების შუამდგომლობა გასწიოს. მინისტრის ცნობით, მომავალი წლიდან, შიდა ქართლში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები განთავსდება.
დაზარალებულები კი ამბობენ, რომ მათ ზარალის სრული ანაზღაურება სურთ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრამდე სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა აქცია გამართეს.
გორში სეტყვის სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი კულტურის ცენტრში ხვდება. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
Posted by შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი • Qartli.ge on ორშაბათი, 27 მაისი, 2019