სოფელ ვაქირში ახალგაზრდული სახლი გაიხსნება

872

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ ვაქირში ახალგაზრდული სახლის შექმნა, ამისთვის სათანადო ფართისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში არსებულ რამოდენიმე ოთახს, აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით და საოფისე ინვენტარით.

“აღნიშნულ სივრცეში თავმოყრის საშუალება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ექნებათ, რომლებიც იზრუნებენ როგორც თვითგანვითარებისთვის, ასევე, მუნიციპალიტეტში სასიკეთო პროექტების განხორციელებისთვის”, – ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.