სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი ამბობს, დაპირისპირება 19 მაისის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატებისთვის მილოცვამ გამოიწვია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“სხდომის დაწყებამდე მივულოცე შუალედურ არჩევნებში გამარჯვება კანდიდატებს, რის შემდეგაც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ბორის სოსელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებიას. მე მოვუწოდე მათ წესრიგისკენ. დაწყნარდნენ. სხდომა ჩავატარეთ ჩვეულებრივად, დავამტკიცეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, სხდომის დასრულების შემდეგ კი გასვლისას, ბორის სოსელია ცუდად გახდა, რის შემდეგაც გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. როგრც ვიცი წნევა აწუხებს, თუმცა თვითონ ამბობს, რომ მას ნაჭყებიამ სცემა. მე ცემის ფაქტი არ მინახავს”, – ამბობს ბადრი კალანდარიშვილი.
მისივე თქმით, ბორის კალანდარიშვილი სენაკის საავადმყოფოში იმყოფება. ზაზა ნაჭყებიას კი, როგორ გამოცემა “ლაივორესი” წერს, ტელეფონი გამორთული აქვს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.