ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს

858

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს.

პრიორიტეტების კომისიამ, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების პრიორიტეტები განიხილა.

გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები მომდევნო წლებშიც უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას და წინა წლებში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელებას.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სფეროების მიხედვით განსახორციელებელი პროგრამები და კაპიტალური პროექტები. კერძოდ: სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დაბისა და ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობა, კულტურული დაწესებულებების მოწესრიგება, სოციალური სახლების მშენებლობა, წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მოსახლეობის მხრიდან დასახელებული პროექტების განხორციელება, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია და ა.შ.

კომისიამ მომდევნო სამუშაო შეხვედრა თვის ბოლოს დაგეგმა.