ხულოში მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ცენტრთან დამაკავშირებელი კიბეები გარემონტდება, ქვეითები ცენტრში ძირითადად ამ კიბით გადაადგილდებიან, რადგან კიბე ამცირებს დროს და მანძილს. კიბის რემონტისთავის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 000 ლარია გამოყოფილი. ასევე შეიღებება დაბაში არსებული, მოაჯირები და პარაპეტები, რისთვისაც 2 000 ლარი დაიხარჯება. 23 679 დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების (შენობა-ნაგებობები და სხვა) მოვლა პატრონობისთვის (მცირე რემონტი). მიმდინარე წელს გარემონტდება დაბის სკვერში არსებული ტრენაჟორები, ასევე მოინიშნება დაბაში ქუჩის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილები. დაბა ხულოში ცხრა ინფრასტრუქტურული პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში 80 000 ლარი დაიხარჯება.
წყარო: აიპრესი