სადამკვირვებლო ორგანიზაციამ “სამართლიანმა არჩევნებმა” სამ ოლქში ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მონაცემებით, ზუგდიდსა და მარნეულში მერობის სახელისუფლო კანდიდატები იმარჯვებენ, ხოლო მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
მარნეულის N22 საარჩევნო ოლქში შედეგები ასეთია:
N41 ზაურ დარგალი – ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო – 78.6%
N5 აგილ მუსტაფაევი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 11.5%
N2 აკმამედ იმამკულიევი – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის – 7.5%
N42 ალი ბადიროვი – დამოუკიდებელი – 1.2%
რაც შეეხება ზუგდიდის N67 საარჩევნო ოლქს, აქ ხმების პარალელური დათვლის შედეგები ასეთია:
N41 გიორგი შენგელია – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 54.2%
N5 სანდრა ელისაბედ რულოვსი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.8%.
მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ხმების პარალალური დათვლით, პროცენტები ასე გადანაწილდა:
#41 ვლადიმერ კახაძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 41.0%
#13 შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 36.8%
#42 ლევან იოსელიანი – დამოუკიდებელი -6.5%
#35 გერმანე საბო- გირჩი – 4.8%
#45 გრიგოლ გეგელია – დამოუკიდებელი – 3.1%
#43 კობა დავითაშვილი – დამოუკიდებელი – 2.9%
#44 სოფიო ხორგუანი – დამოუკიდებელი – 2.6%
“არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, “სამართლიანი არჩევნები” დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში, რომელიც მთაწმინდის, მარნეულისა და ზუგდიდის ყველა (100%) საარჩევნო უბნიდან მიიღო”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.