გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები

1360

“ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის თქმით, არსებული მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა.

“ჩვენი კომისიის წევრებისგან რაც არის შემოსული, ზესტაფონში 5 000 ხმით მოვიგეთ არჩევნები. ამ შედეგისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასეთი მაღალი მხარდაჭერისთვის.

თითოეული შეხვედრიდან მოდიოდა მუხტი, რომ 19 მაისს დადგებოდა ეს შედეგი. ხვალიდანვე დაიწყება ყველა ის პროექტი, რომელზეც წინასაარჩევნო შეხვედრებზე ვსაუბრობდი. ხვალიდანვე თითოეული თქვენგანი ნახავს რა კეთდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და რა არის დაგეგმილი მიმდინარე წელს.

მე ვარ ამ მუნიციპალიტეტის მერი, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა, ხვალიდანვე შეგიძლიათ შევხვდეთ, დავისახოთ ის გეგმები, რაზეც ჩვენ შეხვედრებზე ვსაუბრობდით. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც დროულად აღკვეთეს ყველა ის პროვოკაცია, რომელსაც ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები“–განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-ის გარდა ყველა ოლქში მმართველი პარტია იგებს.