ოპოზიცია: ღორჯომში ”ქართული ოცნების” კოორდინატორი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა

973

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში, 39-ე საარჩევნო უბანთან, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გადაიღეს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ვიდეო ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მიაწოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ კოორდინატორი მოქალაქეს საარჩევნო უბანზე მისვლის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდა.

“‘ქართული ოცნება აგრძელებს ჩვეული მეთოდებით არჩევნების გაყალბებას, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და ა.შ. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი კოორდინატორი ტელეფონით მოქალაქეს ესაუბრებოდა და თანხას სთავაზობდა, იმის სანაცვლოდ, რომ უბანზე მოსულიყო. ახლოს ვიდექი და, რა თქმა უნდა, გავიგონე ხმა. ამასთან დაკავშირებით მოვთხოვე პასუხი,  რაზეც მიპასუხა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა, თუმცა,  მას გამოესარჩლა ხულოს საკრებულოს დეპუტატის ახლობელი, რის შემდეგაც  მოხდა შელაპარაკება”, –  ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.