ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთისა და დაბა ქედის პარკებში, თანამედროვე ტიპის ღია სცენები მოეწყობა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
“ორივე ლოკაცია ქედის მუნიციპალიტეტისთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილებია, სადაც სცენების არქონის გამო, კულტურული ღონისძიებები ინტენსიურად ვერ იმართებოდა. ტურისტებისთვის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების გაცნობისა და მათთვის კიდევ ერთი ახალი სერვისის შეთავაზების კუთხით, გამგეობამ პროექტები ჯერ კიდევ გასულ წელს 8 000 ლარად შპს ,,ARCH-STYLE”-ს დაუკვეთა. სტანდარტების გათვალისწინებით, ადაპტირებული ღია სცენების მშენებლობისთვის წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 460 000 ლარია გათვალისწინებული”, – ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მახუნცეთში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული და მას ტენდერში გამარჯვებული შპს “ახალშენი” ახორციელებს, ხოლო დაბა ქედაში გამარჯვებული ფირმა უახლოეს დღეებში გამოვლინდება.
გამგეობის ინფორმაციით, შემოდგომისთვის ქედაში ორივე ახალ სცენაზე კონცერტების კვირეულებია ჩანიშნული.