ხულოს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება

588

ხულოს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკვე განახლდა მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. შემოტანილია, ასევე, 219 მმ დიამეტრის ფოლადის მილები.

“აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ “ბაბანური-ხულოს წყალსადენის” გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლების ნაწილს მოამარაგებს”, – ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის მილების გაყვანა და სათავე ნაგებობების მშენებლობა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 872811 ლარია გამოყოფილი და მას შპს “B&B” ახორციელებს.