სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

3698

სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, სათაფლიას აღკვეთილში სათამაშო მოედანი მოეწყო და მღვიმეში განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. ასევე, რესტავრაცია ჩაუტარდა პანორამულ გადმოსახედს, საიდანაც მთელ იმერეთზე იშლება ხედი. ამასთან, ტერიტორიაზე დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა.

სათაფლიის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ძეგლია, სადაც დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი. 2018 წელს სათაფლიას 81 500 ვიზიტორი ესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა.