ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში მოქალაქეთა ჯგუფი სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა

1333

ზუგდიდში ლაღიძის ქუჩაზე გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოქალაქეთა ჯგუფი სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მერობის კანდიდატი დევნილებთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივიდა. შეკრებილების ნაწილმა სანდრა რულოვსისთვის კითხვების დასმა მოითხოვა, რასაც რულოვსის მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

რულოვსის მხარდამჭერებმა საპირისპიროდ განწყობილ მოქალაქეებს სუს-ის პროვოკატორები უწოდეს და შეხვედრის ჩაშლაში დაადანაშაულეს.

ადგილზე ვითარება დაიძაბა და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. საბოლოოდ დევნილებთან დაგეგმილი შეხვედრა მალევე დასრულდა და რულოვსმა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ტერიტორია დატოვეს.