მესტიის მერიამ სამ თვეში 119 ათას ლარზე მეტი დანამატი გასცა

823

მესტიის მერიასა და მას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში 2018 წლის პირველი ნოემბრიდან მიმდინარე წლის 8 თებერვლამდე დანამატის სახით ჯამში 119 152 ლარი, ხოლოდ მერიაში კი 71 575 ლარი გაიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ა(ა)იპ-ებში სახელფასო დანამატი იგივე საანგარიშო პერიოდში 47 577 ლარის ოდენობით მიიღეს. ოფიციალური ინფორმაციით, თანხა მიიღეს ოთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა. კერძოდ, “დასუფთავებამ” 14 040 ლარი, “სკოლამდელი აღზრდის ორგანიზაციამ” – 23  273, “სპორტული სკოლების გაერთიანებამ” 9 110 ლარი, “საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ” 1 154 ლარი.

“ლაივპრესმა” მესტიის მერიას ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად მიმდინარე წლის 8 თებერვალს მიმართა, პასუხი კი მხოლოდ დღეს, სამი თვის დაგვიანებით გადმოუგზავნეს.