კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, თუშეთში ცხვრის გადარეკვის პრობლემა არ არის

798

წინა სტატია

“გზის მონაკვეთის დაზიანების მიუხედავად, მთაში ცხვრის გადარეკვის პრობლემა არ არის“, – განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პრობლემის დროული რეაგირებისთვის ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიები უკვე რამდენიმე დღეა ინტესნიური რეჟიმით მუშაობენ.

“მუნიციპალიტეტებში არსებული სარეზერვო ფონდებიდან გამოიყო თანხები, რათა ყველა აუცილებელი სამუშაო ოპერატიულად განხორციელდეს. პირადი ზარალი მოსახლეობაში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ინფრასტრუქტურული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს, 14 მაისს, კახეთის რეგიონში სპეციალისტთა ჯგუფს ელოდებიან, რომლებიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დეტალურად აღწერენ. სწორედ ვითარების შესწავლის შემდეგ პრევენციული ღონისძიებებისთვის შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმება. სავარაუდოდ, დღეიდან საბანკო სექტორის ექსპერტები დაზარალებული მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარაგულებს დაათვალიერებენ და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ერთსაათიანი შეხვედრა საბანკო სექტორთან კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. ცნობილია, რომ იმ მევენახეებს, რომელსაც სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუზიანა და აგროკრედიტები აქვთ აღებული ბანკები დაზარალებულებს სესხებს გადაუვადებენ.

კახეთის რეგიონი სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა. მდინარე ალაზანმა ლაგოდეხში 1,000 ჰექტრამდე ვენახები და ერთწლიანი კულტურები დატბორა. მდინარე სტორმა კი საავტომობილო მაგისტრალები დააზიანა.