ბათუმი–ახალციხის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

323

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოების მიმდინარეობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, დღეიდან, 18 ნოემბრიდან, განსაზღვრულ საათებში მოძრაობა შეიზღუდება.

უწყების განმარტებით, კმ67+020 -კმ67+260 მონაკვეთებზე, დღეგამოშვებით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გზა ჩაიკეტება.

„მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ. ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით“,–ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.