გორში წმინდაწყლის დასახლების სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმა განიხილეს

844

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წმინდაწყლის დასახლების სივრცითი მოწყობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორც მერიაში აცხადებენ, საჯარო განხილვისას პოლონელმა ექსპერტებმა, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა და დაინტეერსებულმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს წმინდაწყლის დასახლებაში პრიორიტეტულ პროექტებსა და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

ექსპერტებმა სივრცითი მოწყობის სწორ დაგეგმარებასთან ერთად, დამსწრეებს ინფრასტრუქტუურლი მიმართულებით ევროკავშირის და პოლონეთის გამოცდილებიც გაუზიარეს.

“ევროკავშრის მიერ დაფიანნასებული პროექტი “ინსფარსტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ საქართველოს მასშტაბით გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, პროექტის მიზანია დაგეგმარების, პროექტის შერჩევის და მომზადების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოებისთვის”, – განმარტავენ მერიაში.