ონის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ამბულატორიის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

1166

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირხონისში, ლაგვანთაში, ღარსა და ნიგვზნარაში ახალი ამბულატორიები აშენდება.

ახალი ამბულატორიების მშენებლობაზე 210 622 ლარის ღირებულების ტენდერი ონის მერიამ უკვე გამოაცხადა.

სატანდერო წინადადებების მიღება 17 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კი, სამუშაოები ხელშეკრულების ხელისმოწერის დღიდან 90 კალენდარულ დღეში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.