ჩუღურეთის რაიონში ცაცხვის და ოლეანდრას ჯიშის ხე-მცენარეები დარგეს

1234

ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ცაცხვისა და ოლეანდრას ჯიშის ხე-მცენარე დარგეს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ბორდიურები მოეწყო და დიდი ხე-მცენარეები დაირგო.

სამუშაოების ღირებულება, რომელიც ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს “მწვანე სახლმა“ განახორციელა, 45 000 ლარს შეადგენს.

ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ცაცხვისა და ოლეანდრას ჯიშის ხე-მცენარე დაირგო….

Posted by ჩუღურეთის რაიონის გამგეობა on ხუთშაბათი, 02 მაისი, 2019