სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ესპანელი მხატვრის კაროლინა კრესპოს ორგანიზებით, ივლისის თვეში, ქალაქ სიღნაღში, ღია ცის ქვეშ, ფერწერული ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ გამოფენა-გაყიდვას საქველმოქმედო ხასიათი ექნება და გაყიდული ნამუშევრებიდან შესული თანხანხა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადეცემათ.
მათივე ცნობით, გამოფენაზე კაროლინა კრესპოს ნახატებთან ერთად სხვა მხატვრის ნამუშევრებიც გამოიფინება.
✅სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და წარმოშობით ესპანელი მხატვრის კაროლინა კრესპოს ორგანიზებით, ივლისის თვეში, ქალაქ…
Posted by სიღნაღის მუნიციპალიტეტი on ხუთშაბათი, 02 მაისი, 2019