საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც კომპანია “ტაო“ აწარმოებს, 72 531 ლარს შეადგენს.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე განათების სისტემა, საჩრდილობელი და საბაღე სკამები განთავსდა. ამ დროისთვის კი, სკვერში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება და რულონური ბალახი დაიგება.
“აღნიშნული სკვერის კეთილმოწყობა მოსახლეობის დიდი სურვილი იყო. რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეების შექმნა ჩვენთვისაც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, მწვანე სივრცეებს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, რათა რაიონში რაც შეიძლება მეტი მოწესრიგებული სივრცე არსებობდეს“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.
სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის ღირებულება 72 531 ლარს შეადგენს, ახორციელებს.