ხაშურში ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებმა ორმოულები საკუთარი ძალებით ამოავსეს (ფოტო)

1847

ხაშურში ასათიანი ქუჩაზე მოსახლეობამ ორმოულები საკუთარი სახსრებით ამოავსო. ამისათვის, ის ნარჩენები გამოიყენეს, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის ეზოში იყო დაგროვებული. ორმოულების ამოვსების შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ ქუჩას რეაბილიტაცია მანამდე არ ჩაუტარდება, ვიდრე სასმელი და საკანალიზაციო ქსელი სრულად არ მოეწყობა. აღნიშნული პროექტი კი 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.

“ცოტა ხნის წინ მაგ ქუჩაზე კანალიზაცია გაკეთდა და გზა დაზიანდა. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მაგ ქუჩისთვის მერია ფულს ვერ დახარჯავს. იქ ვიღაცამ ორი ურიკა ასფალტი მიიტანა, ჩაყარა და სასაცილოდ გახადეს. ვიცი, ვინც გამოაქვეყნა ეგ პოსტი. მაგ სისულეების ლაპარაკს თავს თუ დაანებებს ეგ ხალხი კარგი იქნება”, – განაცხადა ხაშურის  მერმა.