გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, დაზიანებული და განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
“იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, რომლის ლოკალიზებაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად იზრუნა. ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.