ჩუღურეთის რაიონში ლარეხის ქუჩაზე ქვაფენილს აგებენ.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, 800 კვ.მ-ზე დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ამასთან, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ბორდიურები.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს, პროექტის ღირებულება კი 100 000 ლარს შეადგენს.