„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილი საარჩევნო უბანზე დარღვევის ფაქტების შესახებ საუბრობს. საუბარია ჩუღურეთის 24-ე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე.
„ჩუღურეთის 24-ე უბანზე უპრეცედენტო დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა, უბანთან ახლოს მოძრაობდა სუს-ის საშვიანი მანქანა, რომელიც დამკვირვებლების დანახვაზე გაიქცა, ასევე აღსანიშნავია კრიმინალების თავშეყრის ადგილი, სადაც ვინმე „მერცხალას“ სახელს ახსენებდნენ და ამომრჩევლების მიმართ შანტაჟის და მუქარის შემცველი რეპლიკებით გამოირჩეოდნენ, დამკვირვებლების მოსვლამდე კი მოვიდა შეტყობინება ფულის დარიგების თაობაზე,“- აღნიშნავს ნონიაშვილი.