საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმდინარე პროექტების ფარგლებში, დაზიანებულ შიდა ქუჩებზე გზის საფარის აღდგენა დაიწყო.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, სამუშაოები გოგებაშვილისა და შარტავას ქუჩებზე მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში კი ხორავას, შენგელიას, კობახიძის, ტაბიძისა და გორგასალის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება. მათივე ცნობით, აპრილის ბოლოდან, სამუშაოები ეტაპობრივად – მოსაშვილის, ცეტკინისა და ჩიტაძის ქუჩებზე ჩატარდება. საერთო ჯამში კი გზის საფარი 100-მეტ ქუჩაზე მოწესრიგდება.
ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდის ათ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კერძოდ, ამ ეტაპზე სამუშაოები ხელაიას, ჩიქობავას, ლაზის, ბარამიას, ქობულეთის, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის ქუჩებზე ჩატარდება.