ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავეს

899

ხელვაჩაურის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერიაში ადასტურებენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, დაკავება ახალშენის კულტურის სახლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის არასწორად შევსებას უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხზე, დაახლოებით, ორი თვის წინ აუდიტის სამსახურმა კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა.

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე არ გამორიცხავს იმას, რომ საგამოძიებო პროცესში, შესაძლოა, კიდევ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.