ნაძალადევის რაიონში ხუთ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

621

ნაძალადევის რაიონში კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-9 კორპუსის წინ ხორციელდება, სადაც წყალარინების მოძველებული მილები ჯამში, 328 გრძივ მეტრზე იცვლება და 6 ახალი საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

“ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-9კორპუსთან საკმაოდ მოცულობით სამუშაოებს ვასრულებთ. ძველი, დაზიანებული მილების შეცვლით 100-მდე ოჯახს კომუნიკაციების მხრივ არსებული პრობლემები მოუგვარდება. კორპუსის ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტის საფარიც დაიგება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძე.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობა 80 730 ლარს დახარჯავს.