ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა ქუჩებისა და წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის მიხედვით, წყალსადენის ახალი ქსელი “საჯვარეს“, “კაჭუნაშვილებისა” და “პირველ“ უბნებში, ასევე, სოფლის ცენტრიდან ე.წ. ძველი საბჭოს შენობამდე ეწყობა. მათი საერთო სიგრძე 2 კილომეტრი იქნება და 200-მდე ოჯახს მოემსახურება.
სამუშაოების პარალელურად, ამავე უბნებში 2კმ-მდე სიგრძის გზის საფარიც იგება.
“სოფელში, სულ ცოტა ხნის წინ, 4 მონაკვეთზე, ჯამში 513 მ სიგრძის საკანალიზაციო მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამივე პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 428 994 ლარით დაფინანსდა.
პროექტების დასრულების შედეგად, გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო. მიმდინარე წელს ადგილობრივები კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურითა და გამართული შიდა კომუნიკაციებით ისარგებლებენ”, – აცხადებენ მერიაში.