მთაწმინდის რაიონში ვერაზე, ბოცვაძის ქუჩის №14-ში, დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, სივრცის უმეტესი ნაწილი გამწვანების თარგებსა და საბავშვო ზონას დაეთმო. ასევე, ტერიტორიაზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, კერძოდ, დასასვენებელი სივრცე შემოიღობა, დაიგო ბაზალტისა და კაუჩუკის ფილები, სრულად განახლდა არსებული ქვის ფანჩატური და დამონტაჟდა კალათბურთის ფარი.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 34 ათასი ლარი დაიხარჯა.