კრწანისის რაიონში სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად წესრიგდება.
როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ასფალტის ახალი საფარი ფონიჭალა 3-ში კორპუსი N30-ის შიდა ეზოში გამოიცვალა, სადაც ასფალტის საფარის გამოცვლამდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების წესის ფარგლებში, წყალარინების ქსელი შეიცვალა. ამის შემდეგ გამგეობამ ასფალტის ძველი საფარი ახლით შეცვალა.
ამასთან, ასფალტის ახალი საფარი პარალელურად, ფონიჭალა 3-ში კორპუსი 4-ისა და კორპუსი N26-ის უკანა ეზოშიც დაიგო.
მათივე განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების შედეგად მოსახლეობას სახლამდე მისასვლელი გზის ფეხითა და ავტომობილით გავლა გაუადვილდება.
ამ ეტაპზე, გზების მოწესრიგება ზემო ფონიჭალაში ხუთ მისამართზე – კორპუსი N4, N5, N11, N9-ის მიმდებარედ და ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.