გლდანის რაიონში, ჯანჯღავას III შესახვევში, ასფალტს აგებენ

762

გლდანის რაიონში ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც, დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

ასევე, სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. პროექტის შედეგად, მოსახლეობა გრუნტის გზის ნაცვლად, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა “ენკა“ აწარმოებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარით დაფინანსდა.

“გლდანის რაიონში რამდენიმე მისამართზე გზის კაპიტალურ მოწყობას ვახორციელებთ. ამჯერად, ჯანჯღავას ქუჩის მესამე შესახვევის რეაბილიტაციას ვასრულებთ, სადაც საგზაო სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება და გრუნტის გზის ნაცლად, ასფალტის საფარით ისარგებლებენ. რასაკვირველია, წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურას არაერთ მისამართზე მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

ამასთან, როგორც გამგეობაში აცხადებენ, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე უკვე დასრულდა, რამდენიმე მისამართზე კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს.