ავჭალაში ფოცხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას 505 000 ლარი მოხმარდება

800

ავჭალაში ფოცხიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს.

როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში განმარტავენ, სამუშაოების შედეგად, 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკი და დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყობა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა “ენკა“ აწარმოებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყოფა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

გლდანის რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის თქმით, ფოცხიშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა.პ როქტის დასრულების შემდეგ კი, მათ კომფორტულად გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე განხორციელდა. რამდენიმე მისამართზე კი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოები კულა გლდანელის, გულისაშვილის, ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ამ დროისთვის ხორციელდება. უახლოეს მომავალში კი მოსულიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც დაიწყება.