მთაწმინდის რაიონში გურგულიას ქუჩაზე ავარიულ სახლს ამაგრებენ

1124

მთაწმინდის რაიონში ვერაზე, ინოლა გურგულიას ქ. №1-ში, მრავალბინიან ავარიულ სახლს ამაგრებენ.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდება და ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები, ამასთან, მოეწყობა სეისმური სარტყელიც.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 176 000 ლარია გათვალისწინებული.