გლდანის რაიონში, ბმა-ს პროგრამის ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

301

გლდანის რაიონის  გამგეობამ, ცხრა თვის განმავლობაში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 119 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 929 406  ლარი დაიხარჯა.

მათ შორის,  წყალარინების შიდა და გარე ქსელი 21 მისამართზე შეიცვალა, 20  მისამართზე ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა,   ქანობიანი და ბრტყელი სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგების სამუშაოები  52 მისამართზე ჩატარდა,   სართულშუა ნაპრალის ამოვსების სამუშაოები 8 მისამართზე განხორციელდა. საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეების რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობა) კი, 18 მისამართზე დასრულდა. 

აღნიშნულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობა 100%-ით აფინანსებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კი თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.