ქუთაისის 35 საჯარო ბაგა-ბაღში “სოკარ გაზმა” ბუნებრივი აირის მილები დალუქა, რის გამოც ბაღებში არსებული სამზარეულოები ელექტროენერგიის გამოყენებაზე გადავიდნენ. როგორც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განმარტა, გაზით მოწამვლის გახშირებული ფაქტების შემდეგ, ქუთაისის საჯარო ბაღებში პრევენციული შემოწმება დაიწყო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შედეგად გამოვლინდა, რომ 37 საჯარო ბაღიდან 35-ში სამზარეულო და ოთახები ერთ სივრცეში იყო, სამზარეულოში კი კერძს გაზქურაზე ამზადებდნენ. ბაღების გაერთიანებამ და “სოკარ გაზმა” უსაფრთხოების მიზნით, ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ასეთ ბაღებში ბუნებრივი აირის მილები დაელუქათ. ამის გამო ქუთაისის 35 ბაღში კერძები ელექტრო ღუმელებზე მზადდება.
ქუთაისში ამ დროისთვის 37 საბავშვო ბაღია, აქედან 35 ბაღის სამზარეულოში ბუნებრივი აირის მილები დალუქულია.