ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარების პროგრამში ცვლილება შევიდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი, ობოლი, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტები მერიისგან სწავლის 80%-ის დაფინანსებას მიიღებენ.
უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის განათლების მიმართულებით ხელშეწყობა.
დაფინანსების მიღების მსურველებმა მერიაში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუნეტის ასლი, ატესტატის ასლი, ცნობა, რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, აგრეთვე, ცნობა უმაღლესი სასწავლებიდან და ანგარიშ-ფაქტურა (რეკვიზიტები), მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან და მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ობოლი ბავშვის შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტი მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლია. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში – მშობლების და შვილების პირადობის მოწმობის ასლები.